კონფიდენციალურობის პოლიტიკა | Aquarooms.ge | საცურაო აუზი
top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს ,,ჰეფი ფული“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩვენი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ წაიკითხოთ “კონფიდენციალურობის პოლიტიკა” „ვებ გვერდის“ გამოყენებამდე. ამ „ვებ გვერდის“ გამოყენებით თქვენ თანხმდებით “კონფიდენციალურობის პოლიტიკით” განსაზღვრულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით “კონფიდენციალურობის პოლიტიკით” განსაზღვრულ პირობებს, არ გამოიყენოთ ეს ვებ გვერდი.

ინფორმაცია, რომელსაც “კომპანია” იღებს „ვებ გვერდის“ მეშვეობით.

კომპანია ვებ გვერდის მეშვეობით იღებს ორი ტიპის ინფორმაციას.

  1. “ზოგად ინფორმაციას”, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება.

  2. ინფორმაციას რეგისტრაციის დროს, როდესაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება

 

"ზოგადი ინფორმაციისას" როდესაც თქვენ შედიხართ და სარგებლობთ ვებ გვერდით, ჩვენ ვიღებთ ანონიმურ ინფორმაციას სამი წყაროდან: Facebook Pixel; Google Analytics; Yandex Metrics.

  1. მარიტივად რომ ვთქვათ, პიქსელი არის ფეისბუქის პატარა კოდის ნაწილი, რომელიც ჩაშენებულია ვებ გვერდზე. Pixel -ის საშუალებით ჩვენ ვადგენთ ვებ გვერდის გამოყენების სიხშირეს, ვიზიტის რაოდენობას და მათ ინტერესებს. “Pixel Tag” გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ვებ გვერდზე კონკრეტული გვერდების სტუმრების რაოდენობა, მოწყობილობები, ბრაუზერები და მომხმარებლებს მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ასევე დავეხმაროთ სარეკლამო და წამახალისებელი კამპანიების განსაზღვრაში. HTML ფორმატის ელექტრონულ გზავნილებში გამოყენებისას “Pixel Tag”-ს შეუძლია შეატყობინოს გამგზავნს გაიხსნა თუ არა და როდის გაიხსნა ელექტრონული წერილი.

  2. Google Analytics ვიყენებთ ვებსაიტზე ზოგადი აქტივობების დასადგენად, როგორიცაა სესიის (საიტზე ყოფნის) ხანგრძლივობა, დათვალიერებული გვერდების რაოდენობა თითო სესიაზე, გადასვლის სიჩქარე და ა.შ., საიტის მომხმარებლების, აგრეთვე ტრეფიკის წყაროს შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

  3. Yandex Metrics -ს ვიყენებთ ასევე ზოგადი ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორიც არის ვებ გვერდის ნახვის რაოდენობა, ტრაფიკი დროის მონაკვეთში, მოწყობილობების ტიპები, რითიც უკავშირდებიან ჩვენს ვებ გვერდს, ვიზიტორების ზოგადი ლოკაციები და ბრაუზერები.

 

რეგისტრაციისას თქვენ გვიზიარებთ თქვენს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას, ტელეფონის ნომერს.

 ჩვენს მიერ საიტზე შეგროვებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება გაზიარებას და არც მესამე მხარეს გადაეცემა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იურიდიული პირები ან მარეგულირებელი ორგანოები მოითხოვენ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი ძირითადი მიდგომა გამოიხატება შპს „ჰეფი ფულის“ და ჩვენი მომხმარებლებისადმი კუთვნილი ყველა ინფორმაციის დაცვაში.

ჩვენი კომპანიისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა და ა.შ.) გაზიარებისას, ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმ სერვისების განსახორციელებლად, რომელთაც თქვენ ითხოვთ, რაც გამოიხატება მეილზე სიახლეების ან შეტყობინებების დასაგზავნად, თუ თქვენ გახდებით ჩვენი გამომწერები. თქვენი მონაცემები არ იქნება გაზიარებული მესამე მხარისთვის თქვენი თანხმობის გარეშე. თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ გამოწერის დასტური, როდესაც აღარ გენდომებათ კომპანიიდან ელექტრონული კომუნიკაციების მიღება.

ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ყველაზე განახლებული ვერსიასთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით – კლიენტებისა და ვიზიტორების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წინამდებარე პოლიტიკა შემუშავებულია 12.07.2021 წელს.

bottom of page